ქურდულ სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების იმედა აბაშიძის, მარად წითელაძის, ჯამბულ ნაკაშიძისა და ბეჟან დეკანაძის საქმეზე განაჩენი შესაძლოა მოსამართლემ დღეს გამოაცხადოს. პროცესი 14 საათზეა ჩანიშნული.
დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. წინა სხდომაზე პროკურორმა იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც ბრალდებულების წინააღმდეგ არსებობს.
სისხლის სამართლის საქმეზე 11 პირია ბრალდებული. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.