სოროსის ფონდის კვლევა

04 აპრილი 2019, 00:00 1087 ნახვა

საქართველოს მოსახლეობის 52% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ პოლიტიკაში ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისთვის მიდიან - ასეთია ღია საზოგადოების ფონდის პროექტის ფარგლებში ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები. გამოკითხული მოსახლეობის 60,7% მიიჩნევს, რომ არჩევნებში კაცს გამარჯვების უფრო მაღალი შანსი აქვს, ვიდრე ქალს.

ამასთან მოსახლეობის 55,2 %-ის აზრით საქართველოში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს. პოლიტიკური პარტიების საქმიანობით სრულად კმაყოფილი საქართველოს მოსახლოების მხოლოდ 10 პროცენტია, 46,3 პროცენტი კი უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო.

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი, გამოკითხვის თანახმად საქართვლოს მოსახლეობის 66 პროცენტს არასდროს წაუკითხავს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა.

საველე სამუშაოები თბილისსა და რეგიონებში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია ინთერნეიშენალ აიდეა-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში,. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი