მოქალაქეებს უკრაინული ყალბი მართვის მოწმობების დამზადებას ედავებიან

02 აპრილი 2019, 00:00 2861 ნახვა

სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის ორი მოქალაქე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ისინი უკრაინის რესპუბლიკის ავტომანქანის მართვის ყალბ მოწმობებს ამზადებდნენ და 600 დოლარად ყიდდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების დროს, ავტომანქანის მართვის 6 ცალი ყალბი მოწმობაც ამოიღეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი