საქართველოში მიწისძვრა იყო

01 მარტი 2019, 00:00 1031 ნახვა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა იყო.

3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგის ეპიცენტრი კახეთში, ყვარელში დაფიქსირდა. მიწისძვრა სეისმოლოგებმა თბილისის დროით 21 საათსა და 34 წუთზე დააფიქსირეს.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ მიწისძვრა დაღესტანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 10 კილომეტრში იყო.

 

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი