სახალხო დამცველი: 2018 წელს სამუშაო ადგილებზე 59 ადამიანი დაიღუპა

01 აპრილი 2019, 00:00 1136 ნახვა

59 დაღუპული და 199 დაშავებული - ასეთია 2018 წელს სამუშაო ადგილებზე მომხდარი ინციდენტების შედეგები. ომბუდსმენის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებას დასაქმების ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული შემაშფოთებელი ვითარება არ გაუუმჯობესებია. ასევე საუბარია სამუშაო ადგილებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე მიმდინარე გამოძიების შედეგებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების 224 ფაქტზე, რაც 2017 წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

აქედან, გამოძიება შეწყდა 67 შემთხვევაში. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 19 შემთხვევაში. „საქართველოს საერთო სასამართლოებიდან გამოთხოვილი განაჩენების ანალიზით დგინდება, რომ 2018 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა 35 საქმე განიხილეს და მათგან რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა- ნათქვამია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის  შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი