პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილს დაიწყება და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. განათლების მიღების მსურველებს განაცხადის შევსების საშუალება, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში ექნებათ. ასევე რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე www.vet.emis.ge-ზე.
განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, საბაზო და საშუალო განათლების მქონე მოქალაქეებს საშუალება აქვთ, სასურველ პროფესიას საქართველოს სხვადსხვა რეგიონში დაეუფლონ. განსაზღვრულია სფეროებიც. ეს არის: ტურიზმი, მშენებლობა, ინჟინერია, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ჟურნალისტიკა, დიზაინი და ფინანსები.
სწავლას სრულად სახელმწიფო აფინანსებს.
რეგისტრაციისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რეგისტრირებულ აპლიკანტს გადაეცემა საგამოცდო ბარათი ინფორმაციით ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ.
პროფესიული განათლების მიღებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის. მიღება 3000 ათასამდე ადგილზეა გამოცხადებული.