საიუბილეო გამოფენა

31 მარტი 2019, 00:00 1099 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გამართული რეფერენდუმის 28 და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავს მიეძღვნა გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში . გამოიფინა იმ პერიოდის პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი ექსპონატები, საარჩევნო და სარეფერენდუმო პლაკატები, გაზეთები და ფოტომასალა, ასევე 1918 წლისა და 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტები.

გამოფენა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა დაათვალიერეს. დღესვე მოსწავლეებისთვის ისტორიკოსმა ოთარ გოგოლიშვილმა ზვიად გამსახურდიას შესახებ ლექცია წაიკითხა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი