საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა უკრაინის საელჩოში შეუძლიათ. ქვეყანაში 8 460 უკრაინელი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, საარჩევნო უბანი თბილისის დროით 08:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება. 12 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა 115- მა მოქალაქემ მიიღო.