„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ დასრულდა

30 მარტი 2019, 00:00 956 ნახვა

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ დასრულდა. ნატოს სახმელეთო ძალების მეთაურმა მონაწილეებს წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცა და ქართველ სამხედროებს გაწეული ძალისხმევისა და გუნდური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

სწავლების მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ში 350 სამხედრო და სამოქალაქო პირი მონაწილეობდა. ეს პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება იყო, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობდა და 24 ქვეყანა იყო ჩართული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი