ბათუმის საპყრობილეში პატიმრებს წყალი გრაფიკით მიეწოდებათ

29 მარტი 2019, 00:00 1946 ნახვა
00:00
00:00

წყლის მიწოდების და ვენტილაციის პრობლემაა ბათუმის ციხეში - ამის შესახებ საია-ს იურისტი პაატა დიასამიძე აცხადებს. ამბობს, რომ პრობლემა მწვავედ დგას დეესკალაციის ოთახებში, სადაც საპირფარეშო არაა იზოლირებული. ფაქტს ადასტურებენ პენიტენციურ დაწესებულებაში.

ვენტილაციის პერიოდულ გათიშვას, სისტემის დაცვის მიზნით ხსნიან, წყალთან დაკავშირებით კი ამბობენ, რომ პრობლემა ციხესთან მცხოვრებ მოსახლეობასაც აწუხებს. ინფორმაცია დღეს გაზეთმა „ბათუმელებმა“ გაავრცელა.

როგორც გავარკვიეთ საკითხი უკვე შესწავლილი აქვს სახალხო დამცველის აპარატს - ანგარიში კი მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება.

რატომ მიეწოდება ციხეს და დასახლებას წყალი გრაფიკით, იცოდა თუ არა პრობლემის შესახებ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ? 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი