ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალთან მორიგი აქცია გამართეს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. ისინი გამოძიების დროულად დასრულებას და პაციენტის დაღუპვაში ბრალეული მედიცინის მუშაკების დასჯას მოითხოვენ. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მათთვის უცნობია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება.
მელანო ფუტკარაძე 18 მარტს მიიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში, იგი ერთი დღის შემდეგ სახლში გაწერეს. პაციენტი 21 მარტს „მედცენტრში“ გარდაიცვალა - ოფიციალური დიაგნოზი მწვავე აპენდიციტია. ორივე სამედიცინო დაწესებულებიდან დოკუმენტაცია ამოიღო სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ. რას გადაწყვეტს სამედიცინო საბჭო ჯერ უცნობია.