აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ ოპონენტები ქმნიან მითებს, თითქოს აჭარამ მიზიდულობის ძალა დაკარგა, სინამდვილეში კი რეგიონში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.
''ის შარლატანები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ კომენტარებს, ქმნიან მითებს თითქოს აჭარა კარგავს მიზიდულობას, ჩვენ მათ ვუპასუხებთ საქმით. ჩვენი უფროსი მხოლოდ ხალხია და ანგარიშსს სწორედ მათ ჩავაბარებთ - ამბობს თორნიკე რიჟვაძე.
მთავრობის თავმჯდომარემ დღეს მწვანე ქალაქის მშენებლობის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქობულეთი შავიზღვისპირეთის მარგალიტი გახდება.
''ქობულეთში დავიწყეთ მსხვილი პროექტის განხორციელება, ეს იქნება ქალაქში ''მწვანე ქალაქი''. იმ ძალებს, რომლებიც ბოლო დროს პოლიტიკური სპექტაკლებით არიან დაკავებულები, საქმით ვუპასუხებთ. თუ როგორ შეიძლება გაყიდო 6 მილიონ ლარად და არა ერთ ლარად. როგორ არ შეიძლება მოითხოვო ბიზნესმენებისგან ქონების გადაფორმება, ამ ყველაფრის მიუხედავდ კი მაინც შეძლო საქმის გაკეთება. ეს არის აჭარის ისტორიაში უმსხვილესი პროექტი, წარმოდგენილია გარანტიები. იძლევა საფუძველს, რომ ჩვენს დადგენილ ვადებში განვახორციელოთ ეს პროექტის და ქობულეთი შავიზღვისპირეთის მარგალიტი გახდეს. ჩვენს გვაქვს ხედვა და გეგმა როგორ უნდა შევძლოთ ორ წელიწადში ამ ინვესტიციების გაოთხმაგება'' - თქვა მთავრობის სხდომის დაწყებამდე თორნიკე რიჟვაძემ.
მწვანე ქალაქის მშენებლობა საქართველოს პრემიერ მინისტრმა 27 მარტს დააანონსა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ქობულეთში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი გაშენდება და ამისთვის ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.