რეგიონის პირველი პირი ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველო-ირანს შორის თანამშრომლობის სფეროები განიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. დაიგეგმა ბიზნეს-ფორუმების გამართვა. საუბარი შეეხო ასევე სოფლის მეურნეობის კუთხით, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, ირანელი ბიზნესმენების მოზიდვას, ახალი ინოვაციური პროექტების დანერგვას და ერთობლივი საწარმოების შექმნას.