ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად სახელმწიფო კომისია შეიქმნა

28 მარტი 2019, 00:00 1224 ნახვა

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან. პირველი პრეზინდეტის იუბილის აღსანიშნავად  31 მარტს სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

საქართველოს ფოსტა  გამოსცემს მარკას, განათლების სამინისტრო, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც გაიცემა ყოველწლიურად 31 მარტს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი