ბათუმში მყოფი პრემიერ-მინისტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. ვიდეო მასალა და ინფორმაცია აჭარის მტავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც შეხვედრაზე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს განათლების მასშტაბური რეფორმის დეტალები გააცნეს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, გაზრდილი დაფინანსება 5 მიმართულებით მიიმართება - სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება და მეცნიერება.
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც. პრესსამსახურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში განათლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა.