ჯავახიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. გიორგი ბრწყინვალესა და პუშკინის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, მოეწყობა ახალი ბორდიურები და ველობილიკი, ასევე მოწესრიგდება ტროტუარები დეკორატიული ფილებით და ქუჩა მოასფალტდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 მაისამდე უნდა დასრულდეს.