ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ღამით წყალი გაითიშება 

19 მარტი 2019, 00:00 2125 ნახვა

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, დღეს 00:00 საათიდან, 20 მარტის 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება რამდენიმე ქუჩას. კომპანიაში ამბობენ, რომ შეზღუდვების შესახებ აბონენტები უკვე გააფრთხილეს. 

მიზეზი, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე წყალმომარაგების მილზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

წყლის მიწოდება შეუწყდება: ტბელ აბუსერიძის ქუჩას: N39ა-დან, 67ა-ს ჩათვლით:
გენერალ აბაშიძის ქუჩას: N3-დან, N15-ის ჩათვლით; ტაძრის ქუჩას N22-ში;

''წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS შეტყობინების სახით მიაწოდა. აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152'' - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი