მწერლის ალექსანდრე პოტიომკინის შემოქმედებითი საღამო გაიმართა ბათუმის მწერალთა სახლში. ბათუმელი მწერლები და ხელოვანები ესპანეთში მცხოვრები მწერლის და მეცნიერის შემოქმედებას გაეცნენ.
ალექსანდრე პოტიომკინი მრავალი წიგნის ავტორია, მათ შორის: „რუსი პოეტი“, „მე“, ასევე „სოლომონი,“რომელიც ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. რამდენიმე წიგნი ქართულადაცაა თარგმნილი.