მოსახლეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ითხოვს

01 მარტი 2019, 00:00 854 ნახვა

ლერმონტოვისა და პუშკინის ქუჩების  მცხოვრებლები  მიწისქვეშა კაბელების მონტაჟის სამუშაოების დროულ დასრულებას ითხოვენ. მოქალაქეები  აცხადებს,  რომ  სამუშაოები ერთი კვირაა შეჩერებულია, რის გამოც აქ გადაადგილება უჭირთ.  ადგილობრივები მაღალი ძაბვის კაბელების განთავსებით წარმოქმნილ საფრთხეებზეც საუბრობენ.

სამუშაოებს ენერგო პრო ჯეორჯია“ აწარმოებს. კომპანიის ინფორმაციით, რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელების გამოცვლა  და სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ სამუშაოები სამი დღის წინ დაიწყო და  დაცულია უსაფრთხოების ზომები. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი