სუსი ქობულეთში ქონების გასხვისების საკითხს სწავლობს

18 მარტი 2019, 00:00 2650 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ანტიკორუფციული  სამსახური  ქონების გასხვისების საქმეს სწავლობს. არსებული ინფორმაციით, უწყებამ დოკუმენტაცია სასამართლოს განჩინების საფუძველზე  2 კვირის წინ გაიტანა.  საქმე ეხება „კრისტალ ბილდინგის“ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთს. ინფორმაციას ადასტურებს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მერაბ ცინცაბაძე. ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.  

ჩვენ ვესაუბრეთ ქობულეთის მერს, რომელიც ამბობს, რომ ამ საკითხზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს, აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ქობულეთის მერიაში კონკრეტული მოქმედებები არ განხორციელებულა, მისივე განმარტებით, მერიის თანამშრომლები საგამოძიებო უწყებებში გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. ინფორმაცია რომ სუსი ქონების გასხვისების საქმით დაინტერესდა, ტვ 25-მა გაავრცელა.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი