ხულოში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი ისევ გაიხსნება

18 მარტი 2019, 00:00 2602 ნახვა

ერთი წლის შემდეგ, ხულოში საგამოცდო ცენტრი ისევ გაიხსნება. გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო.  2019 წელს, აბიტურიენტებს სურვილის შემთხვევაში ცენტრების ჩამონათვალში ხულოს ცენტრის არჩევაც შეეძლებათ.

მაღალმთიან აჭარაში საგამოცდო ცენტრი 2018 წელს სკოლის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო  ვეღარ გაიხსნა.  წელს 11 საგამოცდო ცენტრი იმუშავებს - ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, რუსთავი, ფოთი, ქუთაისი და ხულო.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყო. 3 აპრილის შემდეგ, აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე მას გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა შეეძლება.  საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნება

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში