რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსთა ნაწილი ინვენტარიზაციას ისევ ითხოვს

16 მარტი 2019, 00:00 2315 ნახვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს  თანამშრომლებმა და მათმა მხარდამჭერებმა, მორიგი აქცია დღეს   აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. მოთხოვნა უცვლელია - საავადმყოფო ინვენტარით დროულად აღიჭურვოს და  ფუნქციონირება დაიწყოს.

თანამშრომლებს ეჭვი აქვთ, რომ ინვენტარიზაციის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან მთავრობა შენობის იჯარით გაცემას გეგმავს.აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით  სახელმწიფო კლინიკებთან  დაკავშირებით ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე აქტიურად მუშაობს  და  შენობის გაქირავება არ იგეგმება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი