ხულოში მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც მაღაზიის გაქურდვას ცდილობდნენ

15 მარტი 2019, 00:00 7781 ნახვა

სამართალდამცველებმა ხულოში ორი მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები სოფელ ბოძაურში, ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის გაქურდვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე აიყვანა.

ერთ-ერთი დაკავებული წარსულში ნასამართლევია. 

''ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ა. და 1974 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს, 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

ამავე კატეგორიაში