სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა

15 მარტი 2019, 00:00 1120 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს. ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.  

ბრალდებულებს უახლოეს საათებში წარედგინებათ ბრალი, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი