თოვლის დნობის შედეგად, ხულოში ორ ლოკაციაზე მეწყერი ჩამოწვა

14 მარტი 2019, 00:00 1389 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში, თოვლის დნობის შედეგად, მეწყრული პროცესები ორ ლოკაციაზე განვითარდა.  მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ჯვარიქეთთან, ბათუმი ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, მეწყერმა ასევე სოფლების - ტუნაძეებისა და ქურდულის დამაკავშირებელი გზაც ჩახერგა.  

ხულოს მერიის ინფორმაციით, ჯვარქეთის ტერიტორიაზე ჩამოწოლილი მიწის მასა უკვე გაწმენდილია, ხოლო სოფელ ტუნაძეებში ამ დროისთვის  გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

მეწყერი ხულოში

 მეწყრული პროცესები ორ ლოკაციაზე განვითარდა

 

ამავე კატეგორიაში