გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ცოტა ხნის წინ ზუგდიდში გადმოასვენეს ენგურის ხიდის გავლით. ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარდება. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებისას ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ, გარდაცვლილის ნათესავები და ახლობლები, ცენტრალური ხელისუფლების და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები.