რეჯებ შაინიძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი უშტარაულიდანაა. უსახლკარობის გამო იგი ახლა ბათუმში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებულ ფიცრულში ცხოვრობს.
ხულოს მერიაში ამბობენ, რომ ოჯახს რეგიონის მთავრობამ დახმარება ერთხელ უკვე გაუწია და 25-ათასლარიან პროგრამაში ჩართო.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            