ტრაგიკული მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში. რამდენიმე დღიანი ომი და ზიანი, რაც მეზობელმა სახელმწიფომ საქართველოს 8 წლის წინ მიაყენა. დევნილები საკუთარ ქვეყანაში, 169 დაღუპული სამხედრო, მათგან 16 აჭარიდან. ყველაზე დიდი დანაკარგი ქობულეთს ჰქონდა, 8 წლის წინ მშობლიურ კუთხეს 10 მეომარი აღარ დაბრუნებია. სახელები და გვარები ადამიანებისა, რომლებიც ყველაფერს ამბობენ რუსულ ინტერვენციაზე.