ახალი საცხოვრებელი კორპუსი ბათუმისთვის დამახასიათებელი სახლების ნაცვლად - ეს უკვე მერამდენედ, ქალაქის განვითარების ერთიანი კონცეფციისა და გეგმის გარეშე ბათუმში ბათუმურ სახლებს დაანგრევენ.
მშენებელმა პროექტი ე.წ. ზონალურ საბჭოსთან 2016 წელს შეათანხმა, 14-სართულიანი კორპუსის აშენებაზე კი ნებართვა 2018 წელს გაიცა. დემონტაჟი დაწყებულია.