დღეს ქრისტიანებისთვის მიტევების ანუ შენდობის კვირაა, მორწმუნეები მარხვის დაწყებამდე ერთმანეთს პატიებას სთხოვენ. სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა, საღამოს კი ილია მეორე შენდობის წესს შეასრულებს.
წირვას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და შენდობა ითხოვა.