საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის მიმართვა

09 მარტი 2019, 00:00 1239 ნახვა

საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, 2018 წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა იყო. როგორც ელჩი მიმართვაში აღნიშნავს, საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის საკითხი საქართველოს საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

მისი თქმით, ამ კუთხით, საელჩო ნაყოფიერად თანამშრომლობს საბერძნეთის რესპუბლიკის ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, მათ შორის მიგრაციის პოლიტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, საბერძნეთის პარლამენტთან.

ამავე კატეგორიაში