საპატრიარქო ე.წ. ციანიდის საქმეზე ''საიდუმლო'' გრიფის მოხსნას ითხოვს

07 მარტი 2019, 00:00 1220 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს წერილით მიმართავს, ე.წ. ციანიდის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შექმნილი ვითარების გამო ითხოვენ გამონაკლისის დაშვებას, გასაჯაროვდეს  დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება, გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას. მით უმეტეს, რომ ამის მოსურნეა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე, ამის მოსურნეა საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება.- განცხადებას ხელს აწერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განცხადების საპასუხო წერილი რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, საკითხი შესწავლის პროცესშია და  საქართველოს უზენაესი სასამართლოს პასუხი საპატრიარქოს ე.წ. ციანიდის საქმის მასალების შესაძლო გასაჯაროვებასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გადაეგზავნება - აღნიშნულია განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი