საქართველოში საპენსიო რეფორმა საფრთხეებს შეიცავს - მიიჩნევენ სარჩელის ავტორები

07 მარტი 2019, 00:00 1370 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერების შესახებ სარჩელს იხილავს.  ავტორები არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” და შპს თორაძე და პარტნიორები არიან.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს,  რომ "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონის  ნორმები, კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობისა და საკუთრების უფლებებს ეწინააღმდეგება. დღეს მოწმის სახით მოუსმენენ საპენსიო სააგენტოს   დირექტორს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში