ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებს. საუბარია სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო საავტომობილო გზის 117-119- კმ-ზე გზის საფარის, გზისა და სანაპირო ზოლის დაცვისა და გამაგრების სამუშაოებზე.
რეზო ხარაზის განცხადებით, პროექტი რომელიც 2013 წელს დაიწყო და 2016 -ში უნდა დასრულებულიყო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 58 მილიონი ლარით დაფინანსდა, თუმცა სამუშაოების ნახევარიც არ არის შესრულებული.
ენმ მოუწოდებს პროკურატურას, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით. საპასუხო კომენტარი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოგვიანებით გაკეთდება.