საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. რამდენიმე წუთის წინ, კახი კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ ''ქართული ოცნების'' პოლიტსაბჭოს მდივანი და წევრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.
''მიღებული იქნა გადაწყვეტილება პარტიის მდივნების დანიშვნის თაობაზე. შემოღებული იქნა პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა, აღნიშნულ პოსტს დაიკავებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი. აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პარტიის პოლიტიკური მდივანი იქნება. ყველასათვის ცნობილი, რომ ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდა ''ქართული ოცნების'' დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში. პოლიტსაბჭოს წევრის რანგში ის დიდი წვლილს შეიტანს პარტიის გაძლიერებაში'' - თქვა კახი კალაძემ.
პოლიტსაბჭომ მისი დაბრუნების საკითხზე დღეს იმსჯელა. სხდომას ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა 2017 წლის 23 დეკემბერს დატოვა. მან გადადგომის შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა.
ღარიბაშვილმა აღნიშნულ პოსტზე, 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის შეცვალა, მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
ფოტო: ''ქრთული ოცნება''