5 დაკავებული პირის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება

04 მარტი 2019, 00:00 2264 ნახვა

ორი დღის წინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 5 პირებიდან ნაწილს  ბრალი  უკვე წარედგინა. ისინი  ამ დრომდე დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან და ბრალს არ აღიარებენ. 

ამ წუთებში მათ  ადვოკატები ხვდებიან.  დაკავებული პირების  რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის ადვოკატის განმარტებით, კონფლიქტი მხარეებს შორის  რამდენიმე თვის წინ დაიწყო და რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში  გაგრძელდა. მათი ინტერესების დამცველი  ამბობს, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფებს იარაღი არ გამოუყენებიათ და ქურდული გარჩევებისთვის  კონფლიქტის მხარის წარმომადგენლები  არაერთხელ იბარებდნენ.  დაკავებულების ოჯახის წევრები კი ფაქტს  პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებენ. 

2 მარტს ინციდენტი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს.  მომხდარიდან რამდენიმე საათში   სამართალდამცავებმა  ინციდენტში მონაწილე 5 პირი დააკავეს.  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის  სამი მუხლითაა აღძრული, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში