სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი დღეიდან ამოქმედდა

01 მარტი 2019, 00:00 1376 ნახვა

სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი დღეიდან ამოქმედდა. 

ახალი რეგულაციის მიხედვით, გაიზარდა ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი, კერძოდ, ეტიკეტზე განთავსდება ინფორმაცია სურსათის უვნებლობისა და კვებითი ღირებულების შესახებ, რადგან გარკვეულ შემთხვევებში, სურსათის შემადგენლობა შესაძლოა საზიანო იყოს სპეციფიკური მომხმარებლისათვის; ინგრედიენტები; ალერგენებთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს განსხვავებული ფორმით, რაც განსაკუთრებული კვებითი რეჟიმის მქონე მომხმარებელს სწორი  არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

ახალი რეგულაციით განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა. 

''რეგულაციის მიზანია, მომხმარებელმა მიიღოს დეტალური ინფორმაცია სარეალიზაციო ქსელში განთავსებული სურსათის შესახებ, რაც ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბიზნესსექტორს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, დახლზე განთავსებულ პროდუქციაზე ვადის ამოწურვამდე გავრცელდება გარდამავალი პერიოდის რეგულაცია და კომპანიებს მიეცემათ მისი რეალიზების შესაძლებლობა'' - წერია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი