ბათუმის ბულვარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში დარჩება თუ გადაეცემა ქალაქის მერიას? - ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე განმარტავს, რომ გადაწყვეტილებას ბულვარის კონცეფციაზე მუშაობის დასრულების შემდეგ მიიღებენ.
რაც შეეხება ახალი ბულვარის განვითარებას, მინისტრის თქმით, აზიის ბანკთან ჭოროხის ხიდის მშენებლობაზე აქტიური კონსულტაცია მიმდინარეობს, ამასთან დაგეგმილია გონიოში მცირე პოლიგონის, კონკრეტულად კი 48 ჰექტარის ფართობის განაშენიანება.
ბათუმის ბულვარის ბიუჯეტში თანხა უკვე გათვალისწინებულია ახალ ბულვარში ახალი ატრაქციონების განსათავსებლად და საბავშვო კუთხეების მოსაწყობად.