აზერბაიჯანში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი კახის მუნიციპალიტეტს ეწვია

28 თებერვალი 2019, 00:00 1188 ნახვა

აზერბაიჯანში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი კახის  მუნიციპალიტეტს ეწვია.  სალომე ზურაბიშვილმა სოფელ კახინგილოს საშუალო სკოლა და კახის წმინდა გიორგის ეკლესია მოინახულა. ის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრა, რომლებიც სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, მასწავლებლების გადამზადებას  საჭიროდ მიიჩნევენ.

კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში, პრეზიდენტი მრევლს გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.  ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტისაგან აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შუამდგომლობას ითხოვენ ძველი, ისტორიული  ეკლესიების შეკეთებისა და ამოქმედებისათვის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი