საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, ბოლო წლებში, არა შობადობის შემცირების, არამედ ემიგრაციის ხარჯზე მცირდება. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკებისა” და ილიაუნის “ფინანსური განათლების ცენტრის” ერთობლივ დოკუმენტშია საუბარი.
კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა მიზეზით ქვეყანაში შეინიშნება სამუშაო ძალის კლების ტენდენცია. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შენელდება, დემოგრაფიული მდგომარეობა კი გაუარესდება.