ბათუმის მერია პუშკინის ქუჩას გარემოვაჭრეების დახლებისგან ათავისუფლებს

26 თებერვალი 2019, 00:00 7368 ნახვა

პუშკინის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის გარევაჭრობისგან გათავისუფლება დაიწყო - ინფორმაციას ბათუმის მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს.  როგორც განცხადებაში წერია, ობიექტების მეპატრონეებს გაფრთხილებები რამდენიმე დღის წინ დაურიგდათ.

''საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვისა და გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევებთან დაკავშირებით ღონისძიებები გასულ კვირას ქუთაისისა და ზ. გამსაურდიას ქუჩებზე ჩატარდა. უფრო ადრე სავაჭრო დახლები ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში აიღეს'' - წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკანონოდ მოწყობილი გარევაჭრობისგან ქალაქის ქუჩების გათავისუფლება წერეთლის ქუჩიდან 27 იანვარს დაიწყო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი