ჯავახიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარს აგებენ

24 თებერვალი 2019, 00:00 1815 ნახვა

ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. ამ დროისთვის, გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარს აგებენ, მოეწყო ტროტუარებიც. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ დაიწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა კომუნიკაციებს. საქალაქო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით მოეწყო სანიაღვრე კოლექტორი ბაგრატიონიდან პუშკინის ქუჩამდე მონაკვეთში.

სამუშაოების მეორე ეტაპი, ქუჩების კეთილმოწყობა კი ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 300 ათასი ლარით დაფინანსდა. მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერმა დაათვალიერა. ლაშა კომახიძის განცხადებით, უბნის კეთილმოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთი სანიაღვრე კოლექტორი გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე განთავსდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი