ბათუმში საათობრივი ფასიანი პარკირება ამოქმედდება

01 მარტი 2019, 00:00 3749 ნახვა

ბათუმში საათობრივი პარკირების ახალი, საპილოტე სისტემის ამოქმედება იგეგმება რამდენიმე თვეში. თარიღი დაანონსებულს სცილდება. პირველ ეტაპზე საათობრივი გადასახადი ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე დაწესდება, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია სისტემის ბათუმის ცენტრალურ ნაწილში სრულად ამოქმედება.

ამ ეტაპზე ზუსტდება რა ეღირება მანქანის გაჩერება ერთი საათით, ასევე დროის რა მონაკვეთი იქნება უფასო. დაზუსტებულია, რომ გადასახადი არ შეეხება 100 მეტრის რადიუსში  მცხოვრებ მოქალაქეებს.

მონაცემები რეესტრსა და ამხანაგობებზე დაყრდნობით მზადდება. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია, თუმცა ვადები ჯერ უცნობია, ძველ ბათუმში მანქანების შესვლის საერთოდ აკრძალვა, პარკირების აკრძალვის გავრცელება იგეგმება ასევე ჭავჭავაძის, აღმაშენებლისა და აბუსერიძის ქუჩებზეც. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი