მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის საქმე

21 თებერვალი 2019, 00:00 1650 ნახვა

მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის ბუტა ანთაძის  მკვლელობაში ბრალდებული პირის სასამართლო პროცესი  გრძელდება. დღეს სხდომა დახურულ ფორმატში  წარიმართა.  

გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც წინა სხდომაზე სასამართლოს ეზოში ბრალდებულისა და დაზარალებულის ახლობლებს შორის ინციდენტი მოხდა.დღევანდელ პროცესზე  დაცვის მხარემ  წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგინა.

დაიკითხნენ მოწმეებიც. დაზარალებული მხარე ითხოვს,  საქმის განხილვა იყოს საჯარო და  გარდაცვლილის ოჯახის სხვა წევრებს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა მიეცეთ. სწორედ  სხდომის საჯაროობის შუამდგომლობა დააყენა პროკურორმა.  

სავარაუდოდ  გადაწყვეტილებას  მოსამართლე შუამდგომლობასთან დაკავშირებით ხვალ გამოაცხადებს. მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის  მკვლელობაში ბესიკ ტაკიძეს  ედება ბრალი. სასჯელი  16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი