გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. პროექტის ღირებულება მილიონ შვიდასი ათასი ლარია და 23 ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობას და ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს. სამუშაოები დეკემბერში დაიწყო და ივნისში უნდა დასრულდეს.