საღამოს ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება

18 თებერვალი 2019, 00:00 3039 ნახვა

ფოტო: შოთა გუჯაბიძე

დღეს,18 თებერვალს,  საღამო საათებში, ქვეყნის მასშტაბით ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება, დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. მთასა და მაღალ მთაში, ასევე ზამთრის კურორტებზე თოვლი და ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

რაც შეეხება აჭარას - სანაპირო კურორტებზე, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა, ღამის საათებში შესაძლებელია ძლიერი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი. პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 3 ბალი ღელვა.  

წვიმა ორი დღე გაგრძელდება, შემდეგ ორი დღე კი მზიანი იქნება. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი