სამი თვეა ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს აჭარის მთავრობაში კომპანია „ჟასმინთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის ევროპის მოედანზე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ანუ შენობა, რომელიც მოუვლელია. დაზიანებების დანახვა ქუჩიდანაც მარტივადაა შესაძლებელი, ახლა კი იქ გატეხილი კარიდან მოქალაქეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებსაც კი ყრიან.
კომპანიამ ობიექტი 2011 წელს იყიდა, მას შემდეგ კი პირობებს არღვევს, მას პროექტები ძეგლთა დაცვის საბჭომ დაუწუნა, არგუმენტად შეუსაბამო იერი სახელდებოდა. ცნობილია, რომ ეკონომიკის სამინისტრო ახალი წესის დამტკიცებაზე მუშაობს, რომელიც პირობების დამრღვევ ინვესტორებთან ახალი ხელშეკრულებების დადებას შეეხება, ასე რომ არ არის გამორიცხული ადმინისტრაციული წარმოების პარალელურად ამ კომპანიასაც შესთავაზონ, წესის დამტკიცების შემთხვევაში, ახალი პირობები.