„სილამაზე და ჯანსაღი გარემო ბათუმის ქუჩებში“ ამ სლოგანით გმირთა ხეივანში გამწვანების აქცია გაიმართა. მასში მერიის გამწვანების სამსახურთან ერთად ძალოვანი უწყების თანამშრომლები მონაწილეობდნენ, მათ შორის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს, სასაზღვრო პოლიციის, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წევრები. გმირთა ხეივანში 100 ძირი წითელი ტყემალი დაირგო.