108 სკოლიდან 16-ში სასმელი წყალი არ არის - სახალხო დამცველის ანგარიში 

11 თებერვალი 2019, 00:00 1955 ნახვა

როგორია „წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოს საჯარო სკოლებში” -სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ექვს რეგიონში შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში სასმელი წყალი საერთოდ არ არსებობს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ამ მიმართულებით ძირითადი პრობლემები მაღალმთიან სოფლებშია. ანგარიშში მოხვდა აჭარაში არსებული სკოლებიც.

 ომბუდსმენის თქმით, სკოლების  უმრავლესობაში არ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი,  სკოლის საპირფარეშოებში კი მძიმე ვითარებაა სანიტარული თვალსაზრისით. ამის გარდა  საგანმანათლებლო დაწესებულებებში გვხვდება ბიჭებისა და გოგონებისთვის საერთო საპირფარეშოები. ლომჯარია განათლების სამინისტროს სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისაკენ მოუწოდებს. საკითხთან დაკავშირებით აჭარის განათლების  სამინისტროს დავუკავშირდით, უწყებიდან კომენტარს ამ დრომდე ველოდებით.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში