„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა

09 თებერვალი 2019, 00:00 1372 ნახვა

 „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა. ქალაქ კლუჟის სტადიონზე ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 18:9 დაამარცხეს. თამაშში დაძაბულობა პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა. დასაწყისშივე მეტოქეებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.

საბოლოოდ „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს 2 ლელო დაუდეს, დანარჩენი ქულები კი 1 გარდასახვითა და 1 ჯარიმით მოიპოვეს. ამ გამარჯვებით „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასიც მოიპოვეს საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას თბილისში, ავჭალის სტადიონზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი